ბაქრაძე: სააკაშვილი თუ ჩამოდის, ჩამოვიდეს, თუ არ ჩამოდის ტყუილებს თავი დაანებოს

Nusagi

„სააკაშვილი თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რასაც ეფექტურად იყენებს ხელისუფლება“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში „ევროპულ საქართველოს“ მკაფიო პოზიცია ჰქონდა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის წინააღდეგები არიან.

„ასევე, წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. სააკაშვილის ჩამოსვლა, არ ჩამოსვლა მისი გადაწყვეტილებაა. თუმცა, უკეთესი იქნება, თუ ჩამოყალიბდება“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: