გიორგი რურუა ციხეში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

Nusagi

„ბოროტების“ საძმოს ყოფილი წევრი და „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამის შესახებ რურუა სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ის მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას.

„სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას. გუშინდელი ინციდენტის მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქს ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლება ეს მომხდარიყო. თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება.

მადლობა მეგობრებო თანადგომისათვის. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა“, – წერს რურუა.

როგორც ცნობილია, გუშინ, გიორგი რურუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოიყვანეს საკნიდან და გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს. მათივე განცხადების თანახმად, ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია.

„გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: