დავით მაღრაძე ნაცმოძრაობაზე: მათ სწამთ ერთი ძეგლი- ერთი ადამიანი, ის არის მათი დავითგარეჯაც, სვეტიცხოველიც, ალავერდიც

Nusagi

სავსებით მოსალოდნელია ამ ძალებმა¬ სისხლიანი სკანდალები ატეხონ და თუ სისხლის სამართლის დანაშაულზეც წავიდნენ, “ოცნებას”, რომელიც ცდილობდა “ნაცმოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ოპონენტის შენარჩუნებას, მათი გასამართლება მოუწევს .

ეს არის ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას წაგებული ომი, დაკარგული მიწა-წყალი და რაც მთავარია,¬ ასობით დაღუპულის ფონზე გამარჯვება იზეიმა. ეს არის ძალა, რომელიც შინაგან საქმეთა¬ მინისტრს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ფეხზე წამოუდგა, დევნილები მზისგულზე დაასახლა და “გეტოში” იცეკვა… ეს არის ძალა, რომელმაც, გონივრული ეჭვი მაქვს, დავითგარეჯა გაასხვისა, რაც ჩვენთვის არის თავზარდამცემი, თორემ მათთვის არავითარი ღირებულება არა აქვს, რადგან კერპთაყვანის¬მცემლები არიან. მათ სწამთ ერთი ძეგლი – ერთი ადამიანი, ის არის მათი დავითგარეჯაც, სვეტიცხოველიც, ალავერდიც,- ასე აფასებს პოეტი დავით მაღრაძე ნაციონალურ მოძრაობას და 2020 წლის არჩევნების შედეგებსა და მოსალოდნელ პროცესებზე ,, კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

მაღრაძის თქმით, სავსებით მოსალოდნელია ამ ძალებმა სისხლიანი სკანდალები ატეხონ და თუ სისხლის სამართლის დანაშაულზეც წავიდნენ, “ოცნებას”, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა “ნაცმოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ოპონენტის შენარჩუნებას, მათი გასამართლება მოუწევს.

,,ისინი რას ამტკიცებენ, სრულიად უინტერესოა და იმედია, ხელისუფლება ხალხის არჩევანს დაიცავს. არც ისე დიდი ხნის წინ მათ პარლამენტში შეჭრა დააპირეს და პოლიციელებზე ხელი აღმართეს, “გავრილოვის ღამეს” ვგულისხმობ… ასე რომ, ამჯერად “ოცნებას” მოუწევს მისთვის სასურველ ოპონენტს შეელიოს და ოპონირებიდან საქმე სასამართლოში გადაიტანოს. მოკლედ რომ ვთქვა, მათი დასახელება საარჩევნო ბიულეტენში მიუღებელი და გაუგებარი იყო“,- აცხადებს დავით მაღრაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: