დევი ჭანკოტაძე – მალე ქუსლიანი ფეხსაცმელების ყიდვასაც აგვიკრძალავენ

Nusagi

ხალხო, არ იყიდოთ გაზის აეროზოლები, ელექტროშოკები, მალე ქუსლიანი ფეხსაცმელების ყიდვასაც აგვიკრძალავენ, არ იყიდოთ ერთჯერადი პლასტმასის დანა-ჩანგალი, რადგან შეიძლება მეორე დღეს სახელმწიფო გადატრიალება დაგვაბრალონ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განუცხადა, რითიც პარტიის აქტივისტის მიმართ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის პარტიული დავალება.

„ჩვენი აქტივისტი რაფიკ ორუჯოვი, რომელიც ცხოვრობს კასპის რაიონში და ლუკმა პურს ჯინსების გაყიდვით შოულობს, დღეს აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე და მუხლი არის სახელმწიფო გადატრიალება. იყო დაბარებული სუს-ში, ჩვენი იურისტი გაჰყვა და მოითხოვა სასამართლო წესით დაკითხვა. 31 ოქტომბერს, ჩვენ როცა ვზეიმობდით ჩვენს გამარჯვებას, ჩვენი ბიჭების მანქანების ჩხრეკა ჩაატარეს, ერთი მანქანა საერთოდ წაიყვანეს, სამი მანქანა გაჩხრიკეს და იპოვეს ერთი ელექტროშოკი, დაასკვნეს, რომ ეს ბატონი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ცდილობენ ჩვენი აქტივისტების, ნათესავების, მეგობრების დაშინებას, იმიტომ რომ ჩვენ არ გამოვიდეთ ქუჩაში, არ გამოვხატოთ ჩვენი ბრაზი. ვინც გააკეთა სახელმწიფო გადატრიალება 31 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა კარგად იცის.

ირაკლი კობახიძე წინასწარ გამოვიდა და თქვა, რომ დევი ჭანკოტაძის ხალხი, ახლობელი ზონდერები არიან შეიარაღებული ელექტროშოკებით, ხელკეტებით. ხალხო, არ იყიდოთ გაზის აერეზოლები, ელექტრო შოკები, მალე ქუსლიანი ფეხსაცმელების ყიდვასაც აგვიკრძალავენ, არ იყიდოთ ერთჯერადი პლასტმასის დანა-ჩანგალი, რადგან შეიძლება მეორე დღეს სახელმწიფო გადატრიალება დაგვაბრალონ. მინიმუმ ჩვენი მოსახლეობის ნახევარს ჩანთაში უდევს ელექტროშოკი და ეს არის თავდაცვის საშუალება. ეშინიათ მათ ქუჩაში სიარულის. და ამის საფუძველზე სუს-მა აღძრა საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. ჩვენ არ გვეშინია, არავითარი თქვენი ე.წ. საბურავების საქმე N2-ის აღძვრა! არ შეგვეშინდება“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის შტაბის აქტივისტს, რაფიკ ორუჯოვს არჩევნების დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ელექტროშოკური მოწყობილება აღმოაჩნდა, რის გამოც გამოკითხვაზე არის დაბარებული.

მათივე ინფორმაციით, თავად დევი ჭანკოტაძე გამოკითხვაზე დაბარებული არ არის.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, განცხადებით, დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიას საარჩევნოდ მობილიზებული ჰყავდათ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

Facebook Comments
%d bloggers like this: