მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია ადასტურებს.
მისი თქმით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ჯანაშიას თქმით, სწრაფი ტესტით პაციენტს უარყოფითი პასუხი მიუვიდა, თუმცა, PCR-ით ვირუსი დაუდგინდა. პასუხი კორონავირუსზე ქალის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.
Facebook Comments