პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოდ 100 000 ლარსა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს

Nusagi

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს, ამის შესახებ Imedinews-ს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.

1-ელ ნოემბერს ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის ივლისში დაუმაგრეს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: