როტერდამში მატარებელი წყალში გადავარდნისგან ვეშაპის სკულპტურამ გადაარჩინა

Nusagi

როტერდამის გარეუბანში, მეტროს ერთ-ერთი სადგურის გზის ბოლოს მატარებელმა ბარიერი გაარღვია და ვეშაპის კუდის სკულპტურაზე გაიჭედა. ამის შესახებ NOS.nl იუწყება.

სკულპტურის წყალობით ვაგონმა ვარდნა შეაჩერა და 10 მეტრის სიმაღლეზე, ჰაერში დაეკიდა. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ, გაარკვიონ, როგორ ჩამოხსნან ვაგონი უსაფრთხოდ. ჯერჯერობით ის კვლავ სკულპტურაზეა დაკიდებული. 

შემთხვევა 2 ნოემბრის ღამეს, მეტროსადგურ  De Akkers-ში მოხდა. მატარებელში მხოლოდ მემანქანე იმყოფებოდა, მან ვაგონიდან გამოსვლა დაუხმარებლად შეძლო. ის ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს შესამოწმებლად, შემდეგ კი, პოლიციაში დასაკითხად. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: