საქართველოში კორონავირუსით 27 წლის პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, გადატვირთული კლინიკების გამო პაციენტი საავადმყოფოში ვერ მიიღეს, ბოლოს კი მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ კლინიკაში მოთავსებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მათგან თბილისში – 7, აჭარაში – 5, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 1.
Facebook Comments