ამერიკელმა მსახიობმა ინსტაგრამზე ბურჯანაძის ვიდეო გააზიარა, რომელსაც უკვე 200 000-ზე მეტი ნახვა აქვს

Nusagi

ცნობილმა ამერიკელმა კომიკოსმა მსახიობმა, კენ ჯონგმა, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს ფილმიდან „წვეულება ვეგასში“, ინსტაგრამის გვერდზე ნინო ბურჯანაძის ვიდეო გააზიარა.

ცნობილი ვიდეო 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის მიტინგზეა გადაღებული. ბურჯანაძე ნიღბით ცხვირს იწმენდს, შემდეგ კი, მიკროფონებთან ახველებს.

„გთხოვთ, ატარეთ ნიღბები და დაიცავით დისტანცია, ეს არ არის რთული“ წერს მსახიობი.

ვიდეოს უკვე 200 000 ნახვა აქვს. კომენტარებში ადამიანები გულის რესვის სმაილებს ხატავენ და წერენ, რომ უკვე ხედავენ გარდაცვლილ ადამიანებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: