მამუკა მდინარაძე: იქ არიან პოლიციელები, მათი აქტივისტები, რომლებსაც არ უფრთხილდებიან და რეკომენდაციების დაცვის გარეშე ახორციელებენ აქტივობებს

Nusagi

თბილისში, სადაც კორონავირუსის სერიოზული აფეთქებაა, ხალხმრავალი აქციები არ წყდება. მარტო დღეს დედაქალაქში ინფიცირების 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სახეზეა რისკები, რომელიც მასობრივ შეკრებებს ახლავს თან. ინფიცირებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისთვის გასაგებია ოპოზიციის სურვილი, შემოიტანონ გარკვეული მუხტი, თუმცა კორონავირუსის არსებობა არ უნდა დაავიწყდეთ. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, აქციები მიმდინარეობს რეკომენდაციების სრული იგნორირების ფონზე.

“იქ არიან პოლიციელები, ადამიანები, მათი აქტივისტები, რომლებსაც, ასევე, არ უფრთხილდებიან და ყოველგვარი პირბადეების და სხვა რეკომენდაციების დაცვის გარეშე ახორციელებენ თავიანთ აქტივობებს.

ცნობისთვის, ინფიცირებულთა შორის დღეს 209 მედპერსონალი და თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელია.

Facebook Comments
%d bloggers like this: