საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46817 -ს შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2537 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -მდე გაიზარდა. 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: