ანზორ მელია: როდესაც ნიკას აქციებზე ნიღბის გარეშე ვხედავ, ვბრაზობ

Nusagi

აქციებზე, ხალხმრავლობის დროს ნიღაბი აუცილებელია. როდესაც ჩემს შვილს ვხედავ აქციებზე არადისტანცირებულად, ვბრაზობ. პოლიტიკოსია და აუცილებელია, რომ ატაროს ნიღაბი და ხალხსაც ეკეთოს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გავიწყდება ამის შესახებ, ამიტომ მე სულ ვურეკავ ნიკას და ვეუბნები- ნიღაბი, ნიღაბი, ნიღაბი!,-ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ ტვ-პირველის ეთერში, ნინო ვარაზაშვილთან საუბრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ქუჩაში მარტო მიდიხარ და გარშემო არავინაა, ნიღბის ტარება აუცილებელი არ არის.

„ნახშირორჟანგს ხომ გამოვყოფთ, სად მიდის ეს ნახშირორჟანგი და ხომ არ გამოიწვევს ეს შორეულ პერსპექტივაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც დაავადებულები არიან ბრონქიალური ასთმით, პულმონოლოგებმა ამაზე თავიანთი აზრი უნდა გამოთქვან.“,-განაცხადა ანზორ მელიამ.

მან ნიკა მელიას მიერ საჯაროდ სამაჯურის მოხსნაზეც გააკეთა კომენტარი

„ნიკას წელიწადნახევარი ეკეთა ეს სამაჯური, როგორ შეიძლება, რომ სუფთა ადამიანს, რომელსაც გული უძგერს ქვეყნისთვის, დაადო სამაჯური და კობახიძემ და თალაკვაძემ აბუჩად აგვიგდოს. ნიკამაც ხომ თქვა, რომ ჩვენ 3 თვე არ ველაპარაკებოდით, როდესაც ის პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ ვინ, თუ არა ნიკა უნდა იყოს პოლიტიკაში. ნიკას რა ქონება შეუძენია ამ პერიოდში, აბსოლუტურად არაფერი. მის ადგილზე მეც მოვიხსნიდი სამაჯურს. 

როდესაც ეს გააკეთა, მე ვიცოდი, რომ ნიკას დაიჭერდნენ. მერამდენე გირაო უნდა შეუფარდონ. ვცხოვრობ ბავშვობიდან ბებიის სახლში, რომელიც ღირს მილიონნახევარ დოლარზე მეტი და 30 000-ად გვაქვს ჩადებული გირაოში. ნიკა არაფრის გადამხდელი არ არის, ვიქნებით ასე, სანამ არ მოვა კოალიციური მთავრობა“,-განაცხადა ანზორ მელიამ.  

Facebook Comments
%d bloggers like this: