გიორგი კაპანაძე- მე დამაკავეს პუტინის რუსეთის სტილში​

Nusagi

მე დამაკავეს პუტინის რუსეთის სტილში. დამაგდეს ძირს, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაღაც მომენტში ცუდადაც გავხდი, რადგან უჰაერობა იყო და რაღაც ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა ჩემს მიმართ, სავარაუდოდ, პოლიციელის მხრიდან. მერე ჩამტენეს მანქანაში, დამადეს ბორკილები და მითხრეს, რომ ვიყავი დაკავებული დაუმორჩილებლობის გამო. შემდეგ, როდესაც მიმიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, მომხსნეს ბორკილი და აღმოჩნდა, რომ დაკავებული არ ვყოფილვარ,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კაპანაძემ თბილისის საქალაქო შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა. 

კაპანაძემ საოლქო კომისიასთან გუშინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ის  ხელწერილის გარეშე გაუშვეს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: