იაპონელი მეცნიერები: ტანინებით მდიდარი ხურმის წვენი კორონავირუსს ებრძვის

Nusagi

იაპონიაში, ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხურმის ტანინები შეიძლება იყოს ახალი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გამოცემის ცნობით, ფართოდ გავრცელებულ ხალხურ საშუალებას COVID-19​-თან ბრძოლის უნარი აქვს.

კაკიშიბუ- ზოგიერთი ხურმის შემკვრელი სითხე იაპონიაში ძველი დროიდან გამოიყენება უამრავი მიზნისთვის – თმის შეღებვიდან დაწყებული დამწვრობისა და ნაბახუსევის მკურნალობით დამთავრებული. ნარას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სითხე შეიცავს ტანინებს, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს.

პრეს-კონფერენციაზე მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ადამიანის ნერწყვში არსებული კორონავირუსის ნეიტრალიზება მოახდინეს მაღალი კონცენტრაციის ხურმის ტანინით. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ნივთიერების ზემოქმედების შედეგად, 10 წუთში ვირუსის აქტივობა მნიშვნელოვნად იკლებს და პრაქტიკულად, უვნებელი ხდება.

მკვლევარებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ COVID-19-ის დამარცხება ხურმის ჭამით შეიძლება. ისინი გეგმავენ, დამატებითი კვლევების ჩატარებას, რათა გაარკვიონ ხურმის წვენის და ტანინის ოდენობის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ადამიანის ნერწყვში ვირუსის გასანეიტრალებლად. ისინი იმედოვნებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შეიქმნება პროფილაქტიკური საშუალება, რომელსაც დაამატებენ საღეჭ რეზინსა და ტკბილეულში. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: