კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, „ნაცმოძრაობის“ კლასტერი არის ძალიან საშიში

Nusagi

ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერი“ არის ძალიან საშიში კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, გუშინ საოლქო კომისიებთან დაახლოებით 20-მდე პირი იყო შეკრებილი და ნიღბების გარეშე ცდილობდა დესტრუქციის მოწყობას.

„ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერი“ არის ძალიან საშიში კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები. ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული. ჩვენ ვნახეთ ბათუმის აქცია, ვნახეთ სხვა ბევრი შემთხვევა, ასევე, რაც გუშინ საოლქო კომისიებთან ვიხილეთ, სადაც დაახლოებით 20-მდე პირი იყო შეკრებილი და ნიღბების გარეშე ცდილობდა დესტრუქციის მოწყობას. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის თემა, სადაც პოლიტიკა გვერდით უნდა გადავდოთ. ამ ქვეყნის შვილები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვართ ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ვიღაცას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს არის თემა, სადაც ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, იქნება ეს „ოცნების“ მხარდამჭერი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის. ყველას სჭირდება მოფრთხილება, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დგას“,-განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: