პაატა იმნაძე: ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს

Nusagi

თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ამას ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ამის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდა.

„მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ხოლმე ჩემს სიტყვებზე და ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის დანახვა, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. მგონი კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით, ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ თავისი გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად. და ეს მოხდება თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. აი, ეს არის რეალობა“, – განაცხადა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: