„პატრიოტთა ალიანსი“ აქციას 9 ნოემბერს, ქუთაისში გამართავს

Nusagi

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 9 ნოემბერს, აქციებს ქუთაისიდან იწყებს. გიორგი ლომიას თქმით, აქცია ქუთაისის მოედანზე 9 ნოემბერს, ხუთ საათზე დაიწყება.

მისივე თქმით, აქციები სხვადასხვა რეგიონში 7-10 დღიანი შუალედით ჩატარდება და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.

„პატრიოტთა ალიანსი“, როგორც ყოველთვის, ბრძოლის ხაზზეა, არც ერთი პარტია არ ეგუება იმ შედეგებს, რა შედეგიც დადგა. აქედან გამომდინარე, ყველა პარტია თავის პროტესტს გამოხატავს და აფიქსირებს იმ პრეტენზიებს, რომელიც საფუძვლიანად გააჩნია. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ,,პატრიოტთა ალიანსი“ ბრძოლას აგრძელებს და ვინაიდან ბრძოლამ ქუჩაში გადაინაცვლა, ბუნებრივია, ჩვენც გამოვდივართ და ვიკავებთ ქუჩას. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, დრო და დრო შევხვდებით და გავესაუბრებით. აქციებს ვიწყებთ ქუთაისიდან, 9-ში, 17:00 საათზე ვატარებთ ქუთაისის მოედანზე. აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და სხვადასხვა რეგიონში ერთკვირიანი ან 10-დღიანი შუალედით ჩატარდება“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა აქცია 7 ნოემბრისთვის, თავისუფლების მოედანზე დააანონსა.

Facebook Comments
%d bloggers like this: