საბერძნეთში სრული ლოქდაუნი გამოცხადდა

Nusagi

საბერძნეთში ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა გამოაცხადა. პრემიერი დღეს ტელეკომპანია ERT-ზე გამოვიდა.

მისი თქმით, 7 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე მთელ ქვეყანაში აქტივობა ჩერდება. რეჟიმი დილის 6 საათიდან ამოქმედდება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მარტი-აპრილის პერიოდთან განსხვავებით, სუპერმარკეტები, აფთიაქები, სამედიცინო დაწესებულებები და დაწყებით სკოლები არ იხურება. მაღალი კლასის მოსწავლეები სწავლას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ. 

შეზღუდვები კორონავირუსის შემთხვევების კატასტროფულმა ზრდამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ინფიცირების ტემპები, ასევე მოიმატა პაციენტების რიცვხმა, რომლებიც ხელოვნურ სუნთქვაზე არიან .

შეზღუდვები მიზნად ისახავს შემთხვევათა რიცხვის ზრდის შეჩერებას, რადგან მიღებული ზომები, რომელიც რამდენიმე დღის წინ შევიდა ძალაში, არ აღმოჩნდა საკმარისი.

მიცოტაკისმა განაცხადა, რომ სჯობს, დროზე მიიღონ მკაცრი ზომები, ვიდრე ეს დაგვიანებული აღმოჩნდეს. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ პირებს, რომლებიც ლოქდაუნის დროს ეკონომიკურად დაზარალდებიან.

ცნობისთვის, 4 ნოემბერს ხელისუფლებას გადაეცა ეპიდემიოლოგების მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ მთელ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ლოქდაუნი. ამ წუთისთვის საბერძნეთში კარანტინი მოქმედებს სალონიკსა და სერესში. დანარჩენ რეგიონებში კომენდანტის საათია. 

Facebook Comments
%d bloggers like this: