ძნელია აღშფოთდე ნიღაბზე, რადგან უსამართლობის ჯაჭვი იწვევს რეაქციას და ყველა იწყებს კანონის დარღვევას

Nusagi

ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებული ყოფილი პარლამენტარის, რუსუდან რჩეულიშვილის ქალიშვილს, ნინო დარასელს პანდემიის პირობებში ოპოზიციის ხალხმრავალი აქციები მნიშვნელოვან პრობლემად არ მიაჩნია. ამის შესახებ მან ტვ-პირველის ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს მარტო კორონავირუსი არ კლავს. 

„ძნელია აღშფოთდე ნიღაბზე, როდესაც ისეთი კანონდარღვევებია სახელმწიფოს მხრიდან, რომ შესაძლოა, ქვეყანა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდეს. მარტო კორონა არ კლავს. კარგი იქნება, რომ ამ ქვეყანაში ხმების თვლაში ეჭვის შეტანა აღარ იყოს. სამწუხაროა, რომ კიდევ ამაზეა საუბარი და ეჭვის ქვეშ დგება. სოციალურ ქსელში რიგითი მომხრეებიც კი დებენ ოქმების ფოტოებს და განწყობას ეტყობა, რომ ეჭვები ყველას აქვს. როდესაც კანონს თვითონ სახელმწიფო არღვევს, უსამართლობის ჯაჭვი იწვევს რეაქციას და ყველა იწყებს კანონის დარღვევას, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ თვითონ სახელმწიფო არღვევს კანონს. მშურს იმ ქვეყნების, სადაც ეჭვის ქვეშ არ დგება არჩევნები. ჯერჯერობით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უმეტესად არის ეს ეჭვი, ჯერჯერობით ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ ეჭვი არავინ შეიტანოს“,-განაცხადა ნინო დარასელმა.

მისივე თქმით, ადამიანებში იმდენადაა გავრცელებული უნდობლობა, რომ ბადრი ესებუაზეც კი შეიტანეს  ეჭვი, ნამდვილად თვითონ შევიდა, თუ ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: