აშშ-ის ტელევიზიებმა გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის გამოსვლა გათიშეს

Nusagi

აშშ-ის ცენრტალურმა სამაუწყებლო ტელეარხებმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლის პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტეს, როდესაც მან მასობრივ გაყალბებაზე დაიწყო საუბარი. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი თეთრ სახლში კამერების წინ ხმების დათვლის პროცესზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მერყევ შტატში ის ჯერ კიდევ გრძელდება, რის შედეგადაც მას გამარჯვებას მოჰპარავენ. ტელეარხებმა ABC, CBS და NBC ტრანსლაცია ერთდროულად შეწყვიტა.

“მაყურებლისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც პოლიტიკასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სწავლობენ, რაღაც ექსტრაორდინალური მოხდა. ჯერ პრეზიდენტი თეთრ სახლში კათედრასთან იდგა და ოპონენტებს თაღლითობაში ადანაშაულებდა, შემდეგ ტელეარხებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო უპრიანი იქნებოდა ტრანსლაციის შეწყვეტა იმისა, რაც აშშ-ის პრეზიდენტს უნდა ეთქვა”, – წერს Forbes.

გრაფიკული ბანერები დონალდ ტრამპის გამოსვლის დროს საკაბელო კომპანიებმა გამოიყენეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: