მინდა, სოფელში მქონდეს პატარა და კოხტა სახლი ეზოთი, სადაც დედას, დეიდასა და პაატას წავიყვან. ჰაერზე, ყვავილებსა და სიმწვანეში მეყოლებოდნენ და სადაც დასვენების საშუალება მომეცემოდა. ეს არის ჩემი ოცნება,-წერდა დარეჯან მღებრიშვილი წერილში, რომელიც USAID-ს მიერ შექმნილ ვებგვერდზე Women of Georgia -ში გამოქვეყნდა.
სამწუხაროდ, დარეჯან მღებრიშვილი და მისი ხანშიშესული დედა რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალნენ. როგორც INFO POSTALION-ს მეზობლებმა უთხრეს, მძიმე იყო მისი ძმის, პაატას მდგომარეობაც და ახლა არკვევენ მის ბედს.
„უსაფრთხოების წესებით გაასვენეს, მეზობლებმა ძლივს გავიგეთ. ახლა ძმის ამბავს ვარკვევთ“,-გვითხრა დარეჯანის მეზობელმა.
დარეჯან მღებრიშვილის სტატიის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს
Facebook Comments Box