ვინ ებრძვის ცესკოს

Nusagi

ფეიკ-გვერდებით გავრცელებული ე.წ. გაყალბებული ოქმები. ვინ რა მოიგო ხელახალი გადათვლით?

მმართველი პარტია ამბობს, რომ 20-მდე უბნის ხელახლა გადათვლის შედეგად მის სასარგებლოდ დარღვევა არ დადასტურდა. „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანვე საჩივრების გამრავლებას ოპოზიციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს და არც მათთან დაკავშირებული კადრების დემარშს გამორიცხავს.

ცესკოში არ ადასტურებენ 7 ადამიანის მიერ კომისიის დატოვებას და მიაჩნიათ რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების დეზინფორმაციას და არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გაჩენას. საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობაა ასევე დასპონსორებული გვერდები, რომლებიც გაყალბებულ ოქმებს ტირაჟირებენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან ცესკოზე ორკესტრირებული თავდასხმაა. მათი განმარტებით, საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ივანე ბურდულის დემარშიც ოპოზიციის ხელწერაა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე არ იციან რა გახდა ივანე ბურდულის სამსახურიდან წასვლის მიზეზი. განცხადება ბურდულმა შესაბამის დეპარტამენტში დღეს დილით დაარეგისტრირა, თუმცა სხვა დეტალები არ განუმარტავს. მოგვიანებით კი სხვადასხვა მედია საშუალებაში გაჩნდა მისი კომენტარები, სადაც ის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა. სოცილურ მედიაში მრავლადაა ფოტოები სადაც ბურდული დიმიტრი შაშკინთან ერთად პოზირებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სენტიმენტებს არ მალავს. ცესკოში მის პოლიტიკურ გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა განმარტებების ფორმასაც უწუნებენ და ამბობენ, რომ მისი გადაწყვეტილება ცესკოს მიმართ წარმოებულ ნეგატიური კამპანიას უწყობს ხელს. ივანე ბურდული ცესკოში 2008 წლიდან მუშაობს თუმცა რაიმე პრეტენზიები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით არასოდეს გამოუთქვამს .

მმართველი გუნდი ჩანერგილებზე ღიად ალაპარაკდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ივანე ბურდული ერთადერთი არ არის რომლის აფილაცაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ხდება. ცესკოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს სოფიო სიჭინავა, რომელიც ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი კირთაძის მეუღლეა. ცესკოს თანამშრომელია გიორგი ბოტკოველის მეუღლეც, ხათუნა გალდავა. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ბურდულის მსგავსად დემარშის მცდელობა მათაც ჰქონდეთ.

მამუკა მდინარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე სოციალურ ქსელში შექმნილ იმ ფეიკ გვერდებზეც ისაუბრა, რომლებიც თითქოს გაყალბებულ ოქმებს ტირაჟირებენ. დასპონსორებულ გვერდებზე კი კომენტარები, რომლებიც რეალურ ოქმებს ან განმარტებებს მოიცავს ხშირ შემთხვევაში იშლება.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ცესკოს ოქმების ამ ფორმით გავრცელება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას, მოქალაქეების დეზინფორმაციას და არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გაჩენას ისახავს მიზნად.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი დასრულებულია. რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმს ცესკომ ის 19 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: