კლინიკა “ბომონდი” განცხადებას ავრცელებს

Nusagi

ქუთაისის კლინიკა ბომონდი გარდაცვლილ ცოლ-ქმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

კლინიკის განცხადებით, 54 წლის მამაკაცი გაწერეს, რადგან PCR ტესტით მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

“აღნიშნულმა პაციენტმა 30 ოქტომბერს კლინიკის ცხელების ცენტრს მომართა ცხელებითა და რესპირატორული ჩივილებით. ჩაუტარდა კოვიდდიაგნოსტიკა- გაუკეთდა “პისიარ” კვლევა და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაყოვნდა ცხელების ცენტრში, სადაც უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, გაუკეთდა გულ-მკერდის რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები. რადგან “პისიარ” კვლევით პაციენტს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, მან 3 ნოემბერს, დილით, კლინიკა დატოვა და მიეცა რეკომენდაცია მკურნალობა გაეგრძელებინა შესაბამისი პროფილის ექიმთან. გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე კლინიკა მხოლოდ კოვიდდადებით პაციენტებს იღებს, სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტების მიღება და დაყოვნება არ შეუძლია,” – აღნიშნულია ბომონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: