მამუკა მდინარაძე: დეტალურად, სახელებით და გვარებით ვიცოდით, ვინ რომელ ლოკაციაზე მონაწილეობდა არეულობის მცდელობაში

Nusagi

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სუსში ირაკლი კობახიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპოზიციამ დესტრუქციული გეგმა წინასწარ დაწერა.

„ბევრი ინფორმაცია ჟონავდა და დეტალურად, სახელებით და გვარებით ვიცოდით, ვინ რომელ ლოკაციაზე მონაწილეობდა არეულობის მცდელობაში და თქვენ ნახეთ, რომ ეს მათ, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ, მაგრამ ამის გაგრძელება ბოლო პუნქტი იყო – უკვე არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობა და ამას ვხედავთ ჩვენ.

უკვე აღარ აინტერესებთ მაგალითად ოქმებთან დაკავშირებით სიმართლე, ისინი აქვეყნებენ გარკვეულ ოქმებს, რომლებზეც არის კონკრეტული განმარტებები, არ აინტერესებთ უკვე, ზოგადი მესიჯებით შემოიფარგლებიან და ყველაზე ნიშანდობლივი იცით რა არის?

სიყალბეს ებრძვიან ტყუილებით და ტყუილები სჭირდებათ იმაში, რომ ქვეყანა არიონ. ამ ქვეყნის არევის საქმეში ვინ მონაწილეობს – სარდლებს რომ უწოდებდნენ, შემდეგ ქვედანაყოფები კონკრეტული სახელებით და გვარებით, ყველაფერი განსაზღვრული აქვთ და ამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძემ. დესტრუქციული გეგმა წინასწარ დაწერეს და კონკრეტული სახელებით და გვარებით განსაზღვრეს, ვინ სად როგორ უნდა არიოს სიტუაცია.

ამასთან დაკავშირებით ახლა გამოძიება ბუნებრივია, დაინტერესდება. ბუნებრივია, ამას ექნება კონკრეტული გაგრძლება იმიტომ, რომ გამოძიება უნდა ჩაჰყვეს ბოლომდე, ვინ რა გეგმით მოქმედებს, კონკრეტულად ამ გეგმის განსახორციელებლად რა მოქმედებებს ასრულებს და ბუნებრივია, გაგრძელება ექნება სამართლებრივი, მტკიცებულებებით. მტკიცებულების გარეშე იცით, რომ დღეს არავინ მოახდენს რეაგირებას. ყოველ შემთხვავში, ამას გაგრძელება თუ ექნება, ეს მოხდება მტკიცებულებების საფუძველზე“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“.

Facebook Comments
%d bloggers like this: