მარი კაკაურიძე: ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ, ერთი მაინც გადამირჩინეთ !

Nusagi

ეს პოსტი გუშინ სოციალურ ქსელში მარი კაკაურიძემ გამოაქვეყნა. ფეისბუქმომხმარებელი წერდა, რომ მისი მშობლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ და სახლში მკურნალობდნენ, თუმცა მოულოდნელად ორივეს მდგომარეობა დამძიმდა.

მარი კაკაურიძე. 5 ნოემბერი : ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ ! გახდნენ შეუძლოდ მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდი 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში ! თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად , ვრეკავ 112ში და ველოდები მათ 2 საათი, არავინ მოდის, ჩემით მიმყავს გორმედის კლინიკაში , გზაში გამიხდა უფრო ცუდად, ვიძახებ გორია სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი !

გორმედში მისულები 1საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით ,არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე ! ახლა, მამას სჭირდება სასწრაფო რეანიმაცია. 2 დღეა და არაფერია ! 1505 112 ს მიმართეო, 112- მა ექიმები აგვარებენო, ექიმმა შენ იპოვე ექიმიო ! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი .

დედა ❤️ დედას არ გაუკეთეს ტესტი , რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო ! ბომონდში თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში ! მეორე დღეს ცუდად გახდა , გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს უნიქალმედში ! იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში ! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები ,მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია ! ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მთავარი არხი • Mtavari Arkhi საქართველოს მთავრობა ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ ! თქვენი ჯანდაცბის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში ! პირველივე სიმპტომოდან დაიწყეს მკურნალობა სახლში ,თავისი ხარჯებით !

მოგვიანებით მარი კაკაურიძემ დაწერა, რომ დედა გარდაიცვალა. სტატიის გამოქვეყნების დროს კი, შეგვატყობინეს, რომ მამაც დაიღუპა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: