მთაწმინდისკენ მიმავალ გვირაბში, რომლის გავლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მსვლელობას მართავს, რამდენიმე ტყვიის მასრა იპოვეს

Nusagi

მთაწმინდისკენ მიმავალ გვირაბში, რომლის გავლითაც მსვლელობას მართავს „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე ტყვიის მასრა იპოვეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობას მართავს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გასროლის ხმა გაიგეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე აქციის მონაწილეებმა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნაპოვნი ტყვიის მასრები არასაბრძოლო ე.წ. სასგინალო-გამაფრთხილებელ იარაღს ეკუთვნის.

Facebook Comments
%d bloggers like this: