მოიპოვეს ჩანაწერი, სადაც თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე ხელისუფლების დამხობის პრაქტიკულ სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ

Nusagi

უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com-ი აქვეყნებს ორ აუდიოჩანაწერს, საიდანაც ერთზე, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარია, ხოლო მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის და უცნობი პირის საუბარია.

„ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკური პარტიისთვის მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა ისეთი შედეგია, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენელია ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მმართველი პარტიებისთვის. 31 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა თითქმის 50% მიიღო (პროპორციული სისტემით) და თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს, საიდანაც ნახევარში პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ბუნებრივია, რომ ამას ვერ შეეგუა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წარმოადგენს პრობლემას როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ის, რომ მან სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება დაიწყო – ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ქართული საზოგადოება და უკრაინელი კოლეგები, რომ სააკაშვილი მარცხისთვის იყო განწირული და ერთადერთი, რისი იმედიც აქვს, დესტაბილიზაცია და ხელისუფლების დამხობაა.

ჩვენ მოვიპოვეთ ორი საკმაოდ საინტერესო აუდიოჩანაწერი, რომელთა ავთენტურობის გარანტიას ვერავის მივცემთ, თუმცა მათი შინაარსი ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა.

პირველი ჩანაწერია ყველასთვის ცნობილი თემურ ალასანიას და ქართული პოლიტიკის ვეტერანის, გუბაზ სანიკიძის საუბარი. სანიკიძემ ჯერ კიდევ გამსახურდიას დროიდან არაერთხელ შეიცვალა პოლიტიკური კუთვნილება, მათ შორის იყო „ქართულ ოცნებაშიც“, ახლა კი სააკაშვილის პოლიტიკური დასაყრდენია. ამ ჩანაწერში საუბარია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პრაქტიკულ სამოქმედო გეგმაზე.

სახეზეა სახელმწიფო გადატრიალების ყველა ელემენტი: მასობროვი დაუმორჩილებლობა, ალტერნატიული მთავრობის შექმნა, საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვა და ა.შ.

მეორე ჩანაწერზეა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი დიპლომატის და მოქმედი დეპუტატის სალომე სამადაშვილის საუბარი უცნობ პირთან, რომელსაც ის „პარტიის შიდა საქმეებზე“ ესაუბრება. სამადაშვილი თვითონ განმარტავს, რატომ იყო განწირული სააკაშვილი მარცხისთვის, „ქართული ოცნება“ კი გამარჯვებისთვის.

კერძოდ, ის ამბობს, რომ საქართველოს სტაბილურობის გარანტი და ერთადერთი პროდასავლური ძალა ბიძინა ივანიშვილია, ხოლო სააკაშვილის დასავლეთის თვალში დესტაბილიზაციის წყაროა, დასავლეთმა მას ხაზი გადაუსვა და ამიტომ ოპოზიცია წარმატებას ვერ მიაღწევს.

ამ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სააკაშვილი არასდროს შეეგუება მარცხს, „ფალსიფიკაციებზე საუბარი“ კი უსაფუძვლოა და მისი ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის ნიადაგის მომზდებაა“, – წერს გამოცემა.

– გუბაზ, რაზე გაწუხებთ
– კი
– ივანიშვილმა კარგად გაუგო ქართველებს, ქართველ პოლიტიკურ სპექტრს. კარგად გაზომა და აწონა.
– ბატონო თემურ, ყველა შევა ჩემს გარდა. მე იქ არ შევალ, რა თქმა უნდა, აგერ ნახავთ თქვენ.
– დიდი ბოდიში. პირველი – არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას, მეორე – სრული სამოქალაქო დამოურჩილებლობა, სრული ნაციონალური მასშტაბით სამოქალაქო დამოურჩილებლობა, მესამე – არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა, არავითარი… ანუ საერთოდ უნდა გაწყდეს ურთიერთობა ხალხს, და პოლიტიკურ სპექტრს შორის. მეოთხე –
– აბა რა
– ბოდიში… მეოთხე – დროებითი მთავრობის შექმნა. სასწრაფოდ, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს, რომ, ნაციონალური გადარჩენის, ეროვნული გადარჩენის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ხალხის წინაშე თავის თავზე და მსოფლიოს წინაშე და იღებს ძალაუფლებას თავის ხელში და მეხუთე – მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ ვთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე, ისევე, როგორც რეგიონში მშვიდობაზე, ისევე როგორც შენარჩუნებას, ასე შემდეგ. ვსო, That’s it.
– ბატონო თემურ, ახლა გეტყვით, მე ფიცი არ მიყვარს, მაგრამ ღმერთს გეფიცებით, მკრეხელობას ჩავდივარ, გუშინწინ მივედი მათ შეკრებაზე, ლეიბორისტულ სამოთხეში, იქა, შალვას ბაღები რომ არის, სადაც სისულელეების მეტს არაფერს არ ლაპარაკობდნენ. ვუსმინე, ვუსმინე და ვუთხარი, მე გეტყვით, რა არის გეგმა და ახლა მე ჩამოგითვლით. უბრალოდ პუნქტები არის, რიგითობაა განსხვავებული. პირველი – მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მეორე – შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი, ასე დავარქვი, რაც თქვენ თქვით, რომელიც პარალელურ ფუნქციებს აიღებს ქვეყანაში, პარალელური მთავრობა, რაც თქვენ თქვით, მესამე – ულტიმატუმის მიცემა – ეს იყო ჩემი
– აბსოლუტურად ზუსტად იგივეა ყველაფერი, რაც მე გითხარით
– ზუსტად იგივე.

Facebook Comments
%d bloggers like this: