მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, რომ პარლამენტში ქვეყნის მომავალზე ეზრუნათ და არა ქუჩის აქციებით ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენებაზე, ვირუსის გავრცელების და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეყვანაზე

Nusagi

პანდემიის პირობებში, მსოფლიოში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, საქართველოში არჩევნებზე დასწრება და მონაწილეობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედზე” ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს მთავრობის ძირითადი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკის გადარჩენა და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს.

„არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უფრო მეტმა მოქალაქემ, ვიდრე 2016 წლის არჩევნებში და არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენმა მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის პლატფორმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე ეზრუნათ და არა ქუჩის აქციების, ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენების, ვირუსის გავრცელების და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეყვანის. ამიტომ, მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუძლებთ, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით, თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან, ეს არის ჩვენი ძირითადი მოწოდება და ძირითადი მიზანი, რადგან ჩვენი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შევზღუდოთ. ამისთვის მთავარია, დავიცვათ წესები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: