პოლიციელი ვარ და ქვეყანას ვიცავ, ვემსახურები პატიოსნად – ნიკა მელია და აქტივისტები სამართალდამცველების წინააღმდეგ

Nusagi

პოლიციელი ვარ და ქვეყანას ვემასხურები პატიოსნად,-ასეთი პასუხი გასცა ნიკა მელიას და მის აქტივისტებს გლდანში ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელსაც ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეკითხებოდნენ, სად იყო მაშინ, როდესაც არჩევნების დღეს გლდანში ინციდენტი მოხდა.

ამას ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამაზე კი შსს-ს წარმომადგენელმა მელიას უპასუხა, რომ გლდანში არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია.

გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებოდნენ და ფლაერებს არიგებდნენ, ხმაური იყო. მაშინ, როცა ნიკა მელია ოპიზიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას ესაუბრებოდა იმის თაობაზე, რომ კვირას 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე უნდა მივიდნენ, მელიასთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ აღნიშნული პირი ადგილიდან გაიყვანა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: