სალომე სამადაშვილი: დასავლეთში სააკაშვილს წითელი ხაზი აქვს გადასმული, ბიძინას პოლიტიკა აწყობთ – თან პროდასავლურია, თან რუსებთან ომს არ იწყებს (video)

Nusagi

უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com-ი აქვეყნებს ორ აუდიოჩანაწერს, საიდანაც ერთზე, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარია, ხოლო მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისა და უცნობი პირის საუბარი.

„ჩვენ მოვიპოვეთ ორი საკმაოდ საინტერესო აუდიოჩანაწერი, რომელთა ავთენტურობის გარანტიას ვერავის მივცემთ, თუმცა მათი შინაარსი ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა“, – წერს გამოცემა.

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საუბრები ეხება ხელისუფლების ძალადობრივი გზის შეცვლასა და საქართველოში არეულობის ორგანიზების გეგმას.

რაც შეეხება სავარაუდოდ სალომე სამადაშვილის საუბრის ჩანაწერს, Obozrevatel.com-ის ცნობით, ის თვითონ განმარტავს, რატომ იყო განწირული სააკაშვილი არჩევნებში მარცხისთვის, „ქართული ოცნება“ კი გამარჯვებისთვის.

„სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს სტაბილურობის გარანტი და ერთადერთი პროდასავლური ძალა ბიძინა ივანიშვილია, ხოლო სააკაშვილის დასავლეთის თვალში დესტაბილიზაციის წყაროა, დასავლეთმა მას ხაზი გადაუსვა და ამიტომ ოპოზიცია წარმატებას ვერ მიაღწევს. ასევე სამადაშვილი აცხადებს, რომ ახლა „ნაცმოძრაობის“ ბოლო დღეებია, ეს პარტია დაინგრევა და სააკაშვილი მოყვება ნანგრევების ქვეშ. სამადაშვილის განცხადებითვე, დასავლეთში სააკაშვილს ხაზი აქვს გადასმული“, – წერს გამოცემა.

Facebook Comments
%d bloggers like this: