სალომე სამადაშვილი: ოცნების სიაში დაბანილი, დავარცხნილი ხალხია, ჩვენთან კი დილარ ხაბულიანი, კლოუნი მაჭუტაძე, ჩოჩელი, გუბაზა, და-ძმა ჩხეიძეები…

Nusagi

უკრაინულმა გამოცემამ „ობოზრევატელმა“ სალომე სამადაშვილისა და უცნობი პირის სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ისინი სხვა თემებთან ერთად „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიებზე საუბრობენ. სამადაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ სიაში „დავარცხნილი, დაბანილი და განათლებული ხალხი ჰყავს“, ნაცმოძრაობა კი, „ნაგავს ისრუტავს.“

„ნახე, „ოცნებაში“ ჩემი თანამშრომელი, მაკა ბოჭორიშვილი, ძალიან კარგი გოგოა. ვიზუალი ბევრს წყვეტს, ვიზუალურად არიან დავარცხნილი, დაბანილი ხალხი, ყველას აქვს დასავლური განათლება მიღებული საუკეთესო უნივერსიტეტებში. წადი ახლა და უძახე, რუსები არიან თუ ისინი არიან. ამათმა კიდევ, სიაში უნდა ჩაწერონ დილარ ხაბულიანი, ოქრიაშვილი, ჩოჩელი, და-ძმა ჩხეიძეები, მაჭუტაძე კლოუნი, გუბაზა სანიკიძე, მურმან დუმბაძე.

მე გადავწყვიტე, თუ კოშმარი სია იქნება, არც ჩავეწერები, საჯაროდ დავაჯვავ ყველას სააკაშვილია თუ ნაცმოძრაობაა, ყველას! და ვეტყვი, რომ თქვენი დედა მოვტ@@ან, თქვენი ბრალია, რომ ბიძინა ივანიშვილი რჩება ძალაუფლებაში და „პაშლი ნახუი“. ამ პარტიაში მოსვლის პირველი დღიდან ვიძახი, რომ მოვიყვანოთ ახალი, კომპეტენტური ხალხი, რაზე აქვს პრეტენზია პარტიას, რომელმაც ერთი ახალი ნორმალური ადამიანი ვერ დაიმატა. ამის ნაცვლად სხვების ნაგვის შესრუტვით არის დაკავებული პარტია. მე არ ვიქნები პარტიაში, რომელსაც ხმას ვერ მივცემ. არ ვიცი რითი ვიცხოვრებ, რას გავაკეთებ, მაგრამ თავზე მძღ@@ს მე არ წავისმევ“,-აცხადებს სამადაშვილი. 

სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს სტაბილურობის გარანტი და ერთადერთი პროდასავლური ძალა ბიძინა ივანიშვილია, ხოლო სააკაშვილი, დასავლეთის თვალში დესტაბილიზაციის წყაროა, დასავლეთმა მას ხაზი გადაუსვა და ამიტომ ოპოზიცია წარმატებას ვერ მიაღწევს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: