ცესკოს თანამშრომელი, რომელმაც სამსახური დატოვა, დიმიტრი შაშკინის მეგობარი აღმოჩნდა?

Nusagi

ცესკოს თანამშრომელი ივანე ბურდული, რომელმაც სამსახური დატოვა და არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს, როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის მეგობარია. 

ფოტო, რომელზეც ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სპეციალისტი დიმიტრი შაშკინთან ერთად არის გადაღებული, სოციალურ ქსელში გავრცელდა და ფეისბუქმომხმარებლების უამრავი კომენტარი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, სამსახურის დატოვების შესახებ ივანე ბურდულმა თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას აცნობა. მისი განცხადება ერთი წინადადებისგან შედგება – “გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან”. “მთავარ არხთან” საუბრის დროს ბურდული თანამდებობის დატოვების სურვილს 31 ოქტომბრის არჩევნებით ხსნის: “მიმაჩნია, რომ იქ არ უნდა ვმუშაობდე. მთავარი მიზეზია არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა”.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: