ჯანმო მსოფლიოს მოუწოდებს, ახალი პანდემიისთვის მოემზადოს

Nusagi

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, რომ კაცობრიობა ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს. ეს თემა ჯანმო-ს 73-ე სესიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება, რომელიც 9 ნოემბერს ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მტკიცე ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიმართ მზაობას ეხება, SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელების შეკავებისა და კონტროლის მიზნით სწრაფად მოქმედება შეეძლო”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, COVID-19-ის დამარცხება მეცნიერებითა და სოლიდარობით არის შესაძლებელი.

ჯანმო-ში ასევე პოზიტიურ მოვლენად თვლიან, რომ მსოფლიო ვაქცინის შემუშავების დაჩქარებისთვის გაერთიანდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: