გიორგი ხელაშვილი – „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გარდაიცვალა, სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღძრან საქმე

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გარდაიცვალა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა სხვა საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებზეც.

ხელაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის დაუყოვნებლივ აღძვრისკენ მოუწოდა.

„სულ სხვა თემით ვაპირებდით დღევანდელი ბრიფინგის დაწყებას, მაგრამ, სამწუხაროდ, საუბედუროდ, გვიწევს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციით დაწყება. დაიღუპა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომიისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით“, – განაცხადა ხელაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: