ზვიად კუპრავა: უნდა შექმნა განცდა, რომ მოვიგეთ – Obozrevatel.com-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით

Nusagi

უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com-ი აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული.

გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, კუპრავა, სავარაუდოდ, ლაშა ცუცქირიძეს, დავით ლაგვილავასა და მურთაზ ზოდელავას აძლევს მითითებებს, თუ როგორ შექმნან საზოგადოებაში განწყობა, რომ სხვადასხვა უბნის მონაცემით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს იგებს. კუპრავას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მათი პარტია უბანზე არჩევნებს წააგებს, პარტიამ უნდა განავითაროს ნარატივი, თითქოს ხმები გაუყალბეს.

„მიშა რასაც აკეთებდა რა, Facebook-ზე… მუხტი აიწევა, ხალხი მიხვდება, რომ მოვიგეთ. უნდა შექმნა განცდა, რომ მოვიგეთ და თუ იმან (?) დაგიწერა, მოგებული წაგართვეს, რა…“ – ისმის აუდიოჩანაწერში.

ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერჯერობით უცნობია.

Facebook Comments
%d bloggers like this: