ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში მეუღლემ უგონოდ მყოფი იპოვა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
გობეჯიშვილი იმ საოლქო კომისიას ხელმძღვანელობდა, რომლის შენობის წინაც ოპოზიცია განსაკუთრებულ აგრესიას ავლენდა. ოჯახის წევრების თქმით, გობეჯიშვილს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა რ ჰქონია.
პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
Facebook Comments