კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 197 თბილისში გამოვლინდა

Nusagi

დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, ქვემო ქართლში – 109, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 38, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 859 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612. 4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 282, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98. 2 599 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 299 – აჭარაში, ხოლო 849 – თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში-1 346.სულ 6 ოქტომბრიდან – 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 731 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში – 15 693, იმერეთში – 4 301“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 773-ს შეადგენს. გარდაიცვალა 441 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: