კონგრესმენი ჯო უილსონი: გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა

Nusagi

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს წერილობით გამოეხმაურა აშშ კონგრესის საგარეო კომიტეტისა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი კონგრესმენი ჯო უილსონი. საქართველოს ელჩის სახელზე გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

„ვულოცავ ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას 2020 წლის 31 ოქტომბერს. გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა. მიმდინარე წლის დასაწყისში საარჩევნო რეფორმების მიღების შემდეგ, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისაკენ.

ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთეს არჩევანი და მოხარული ვარ, რომ ეს იყო მტკიცე გზავნილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორმხრივ ეკონომიკურ წარმატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სიმტკიცეს მშვიდობის გზით. ამერიკელი სამხედროები ძალზედ აფასებენ საქართველოს თავდადებულ და ნიჭიერ სამხედროებთან ჩამოყალიბებულ ალიანსს, რაც ჩამოგვიყალიბდა მსოფლიო მასშტაბით ერთიანი ძალებით გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლისას და ამ გზით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისას. საქართველოში ვიზიტების შედეგად შთაგონებული ვარ თქვენი ნიჭიერი მოსახლეობით.

მე მომავალშიც გავაგრძელებ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის დახვეწისა და უფრო ძლიერი დემოკრატიის შენების პროცესში. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების უფრო გაღრმავების საქმეში“.

კონგრესმენი ჯო ვილსონი აშშ კონგრესში სამხედრო პერსონალის ქვეკომიტეტისა და რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარეა.

Facebook Comments
%d bloggers like this: