მოწმე: თედო გობეჯიშვილს ღამით შევხვდი, მითხრა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დაემუქრნენ

Nusagi

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება მისცა გარდაცვლილის მოადგილემ, ზაალ ზაალიშვილმა. მისი თქმით, თედო გობეჯიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფულს სთვაზობდნენ, უარის მიღების შემდეგ კი, რეპრესიებით დაემუქრნენ.

ზაალიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვალებამდე  გობეჯიშვილი მას დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. ისინი ღამით შეხვდნენ და დაგეგემეს, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინათ ცენტრალური საარჩევნო კომისია. 

„გუშინ დამირეკა  იქნებოდა საღამოს 6 საათი, იყო ძალიან აღელვებული და მთხოვა შეხვედრა. მოხდა ისე, რომ შევხდვით ღამე და მითხრა, რომ მას დაუკავშირდნენ ნაცმოძრაობის მახარდამჭერები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე , მათთან თედოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა, შეხვდა და შედგა საუბარი, რამაც თედო ძალიან ააღელვა. მათ უთხრეს, ხომ ხედავ, ბურდულთან მივაღწიეთ შეთანხმებას და მან უკვე დატოვა ცესკო, შენც თუ ასევე ხმაურით წამოხვალ სამსახურიდან და იტყვი, რომ არჩევნები გაყალბდა, მიიღებ 50 000 აშშ დოლარს. როდესაც კატეგორიული უარი მიიღეს, გადავიდნენ მუქარაზე. უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში, ამათ არაფერი არ ეშველებათ და შენ დაგაპატიმრებენ, ჩვენ კი, ვერაფერს გიშველითო“,-განაცხადა ზაალ ზაალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  

თედო გობეჯიშვილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ოჯახის წევრების თქმით, 43 წლის მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: