საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

Nusagi

საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება

საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად.

Statement by the United States Embassy and the Delegation of the European Union to Georgia

We call upon all Georgians who plan to exercise their right to assembly on 8 November to do so peacefully and with respect to COVID-19 precautions, and call on the Georgian authorities to assist in providing for such an environment.

With regard to the ongoing electoral process, we encourage political parties to continue addressing allegations of electoral violations by using the legal means within the democratic processes that Georgia has built over the past 20 years.

A credible and inclusive legal process for remedying substantiated electoral violations is necessary to ensure that the will of the voters is respected, that public confidence in the electoral process is assured, and to ensure the public can accept the election results as legitimate. We stand ready to contribute as required to achieving these objectives.

Georgia needs a parliament able to play its role to address the immediate challenges of economic turmoil, a pandemic and regional tensions, as well as to enact additional reforms to improve the country’s democratic, legal and electoral processes for the future. All political sides need urgently to take responsibility for ensuring such an outcome.

Facebook Comments
%d bloggers like this: