ტრამპის საარჩევნო შტაბი მომავალი კვირიდან არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას დაიწყებს

Nusagi

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი საარჩევნო შტაბი მომავალი კვირიდან აშშ-ის არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას დაიწყებს.

”ყველამ ვიცით, რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი თვალთმაქცურად გამარჯვებულად მოგვაჩვენოს თავი და რატომ ცდილობენ მისი მედია მოკავშირეები მის დახმარებას: მათ არ სურთ სიმართლე გაამჟღავნონ. მარტივი ფაქტია, რომ ამ არჩევნების დასრულებამდე შორია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. სააგენტოს ცნობით, ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 273 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.

Facebook Comments
%d bloggers like this: