ალიევი: ყარაბაღში კიდევ 12 სოფელი გავათავისუფლეთ

Nusagi

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის 4 რაიონში კიდევ 12 სოფელი გაათავისუფლეს. „ჩვენმა სახელოვანმა ჯარმა გუბადლის, ფიზულის, ჯებრაილის და ზანგილანის რაიონებში 12 სოფელი გაათავისუფლა“ – აცხადებს ალიევი. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ შუშასთან, რომელსაც აზერბაიჯანული ჯარი რამდენიმე მხრიდან უტევს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: