არაფერი გამოგივათ სისხლისმსმელებო, ჩვენ ვართ ის გამარჯვებული საქართველო, რომლებიც თქვენზე გაცილებით მეტი ვართ

Nusagi

ნინო გელაშვილი რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს:

„დიახ! არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელმაც გლდანის ეკლესიის “გრუზავიკებით” დანგრევაზე თვალი დახუჭა!!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელმაც გიორგობის დღეს ბუტა რობაქიძის ჩაცხრილვა პოლიციის გმირობად მიიღო!!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელმაც მოკლული და ზედ მიყოლებული ზურა ჟვანია და ახალგაზრდა ბიჭის გაზით მოწამვლა დაიჯერა!!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელმაც სანდრო გვირგვილიანის წამება და მოკვლა არ განიცადა და თავისად არ მიიღო და დღეს გაიძახის რა დროს გვირგვილიანის ხსენება არისო!!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელსაც უამრავი ნაწამები, მოკლული და ორგანოებ გამოცლილი პატიმრების ყოფნა მოსწონდათ და გაიძახოდნენ სამაგიეროდ არაფრის არ გვეშინიაო!!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელმაც მიშა სააკაშვილის ფრაზაზე “ნულოვანი ტოლერანტობა ყველასო” ტაში დაუკრა!!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელმაც 7 ნოემბერი, 26 მაისი “გააპრავა”, რომელმაც ქართველების სისხლით ” იკაიფა” და ხმამაღლა გაჰყვიროდა და დღესაც გაჰყვირის მეტის ღირსები იყვნენო (ნინო ბურჯანაძე და სხვა ფანჩატუროვებიჩი მომითაგეთ)!!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელმაც 2008 წლის წაგებული ომი იზეიმა, არაფრად ჩათვალა რუსეთისთვის ხონჩით გადაცემული კოდორი და “სულ რაღაც160 ქვის გროვა”(ღირსი ხართ ყველა ქვის გროვები მოგვხდეთ მაგ ზომბირებულ თავებში)!!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელმაც ამდენი ადამიანის გაუბედურებაზე ჩემს წინ ბნელაო გაიძახოდა და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო!!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელიც დღეს გაყიდულ დავით გარეჯზე იძახის, ეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაო და ჩვენ არ გვეკუთვნისო,
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს რომელიც ვერ ხედავს მშვიდობას, ვერ ხედავს იმ ყველანაირ თავისუფლებას რაც დღეს გვაქვს,
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელიც დაუნახავი და უმადურია(სხვათაშორის უმადურობა ცოდვაში ითვლება)
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს რომელმაც გუშინ თავის ბინძური სკამის გულისთვის მეგობარი გასწირა სასიკვდილოდ!
არ გაუმარჯოს იმ საქართველოს რომელსაც ფეხებზე კიდია ამხელა გავრცელებული ეპიდემია და თავისი უგუნურებით გახარებულია, რაც მეტი დაავადდება და მეტი გარდაიცვლება(34 კაცი გარდაიცვალა დღეს)!
და მთავარი ძალიან არ გაუმარჯოს იმ საქართველოს რომელიც დღეს, რუსთაველზე მიტინგზე მივა და ინატრებს სისხლისღვრას, გადატიალებას, სახელმწიფოს დამხობა!!
არაფერი გამოგივათ სისხლისმსმელებო, ჩვენ ვართ ის საქართველო და თანაც ის გამარჯვებული საქართველო, რომლებიცც თქვენზე გაცილებით მეტი ვართ, კარგად დაიმახსოვრეთ, ვერ მოესწრებით გამარჯვებული საქართველოს დაჩოქებას‼️

Facebook Comments
%d bloggers like this: