გიგი უგულავა ცესკოს თანამშრომლებს შენობაში ამოგუდვით ემუქრება

Nusagi

მივდივართ ცესკოსთან, დავბანაკდებით და ვიქნებით, სანამ ან შიგნიდან არ გამოვა, ან არასდროს გამოვა და შიგნით ამოიგუდებიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მანამდე აპირებენ ცესკოსთან დაბანაკებას, სანამ თამარ ჟვანია და მისი გუნდი არ დატოვებს თანამდებობას.

„ადამინს, რომელმაც უნდა გააფორმოს ჩვენი ხმების ქურდობა, არ უნდა შერჩეს. ჩვენ ვიქნებით მტკიცე და დაუღალავები. ის ქაჯეთის და სიყალბის ციხე, უნდა აგურ-აგურ სიმბოლურად დაიშალოს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არავის აღარ ჰქონდეს ცდუნება, მოიპაროს ის, რაც ყველაზე სანუკვარია.

ჩვენ ვიქნებით ცესკოსთან მანამ, სანამ არ გადადგება თამარ ჟვანია და მთელი მისი შემადგენლობა. მეორე, ვნახავთ როგორ ჩაატარებთ მეორე ტურებს, როდესაც ხალხი გამოვა პროსპექტებზე და იტყვის არას!

დაბოლოს, ნახავთ აქ, იმ 90 პატიოსან გვამს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომ ჰქვიათ, როგორ შევლენ პარლამენტში. და თუ შევლენ, მათ მოუწევთ ცოცხალ ადამიანებზე გადაბიჯება.“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ლიდერებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს:

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.

Facebook Comments
%d bloggers like this: