გიორგი გახარია ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, – აცხადებს გიორგი გახარია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: