გუბაზ სანიკიძე: ჩანაწერში, სადაც „სახელმწიფოს დამხობას“ ვაპირებ, პლატონზე და არისტოტელეზეც არის საუბარი

Nusagi

„გულწრფელად ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, დაბრუნდა მოსმენები“,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე აცხადებს.

გუბაზ სანიკიძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან თემურ ალასანიასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, თუმცა მისი თქმით, ის, რაც მედიაში გავრცელდა, იყო ფრაგმენტირებული.

„ისეა ჩანაწერი დამახინჯებული და ფრაგმენტირებული, რომ სიტყვის დასაწყისი მეორე სიტყვის ბოლოზეა მიბმული. მე თემურ ალასანიასთან მქონდა საუბარი, რომელიც 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე – შექმნილ ვითარებაზე“,- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მან ჩანაწერის თავიდან ბოლომდე გამოქვეყნება მოითხოვა.

„გამეხარდება ქართველმა ხალხმა მოისმინოს სრული ჩანაწერი, რადგან იქ ძალიან ბევრ თემაზეა საუბარი. სხვათაშორის არისტოტელეზე და პლატონზეც არის საუბარი, როცა „სახელმწიფოს დამხობას“ ვაპირებ. იქ მოსაზრებების ურთიერთგაცვლა იყო.

თემურ ალასანიას ველაპარაკე, მაგრამ რაც გამოქვეყნდა ფრაგმენტირებული, მიჭრილი და მოჭრილი ავთენტური არ არის. არაავთენტური რა არის? – როცა რაღაც აზრი გამოგაქვს და დამახინჯებულია, მიჭრილ-მოჭრილია, არც გამარჯობა ისმის, არც ნახვამდის.

სხვათაშორისო ბოლოს ვამბობ, რომ ულტიმატუმი უნდა წარედგინოს. ულტიმატუმში შედის – საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცვლა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. სადმე შევარდანძეზე, ჯარის შექმნაზე, პოლიციის შექმნაზე ან სამთავრობო ბლოკში იერიშის მიტანაზე არის ლაპარაკი?“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს უკრაინული გამოცემა obozrevatel.com-ის მიერ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: