დონალდ ტრამპი – 71 მილიონი კანონიერი ხმა, ეს ყველაზე მეტი ხმაა, რაც რომელიმე მოქმედ პრეზიდენტს მიუღია

Nusagi

71 მილიონი კანონიერი ხმა! ეს ყველაზე მეტი ხმაა, რაც კი რომელიმე მოქმედ პრეზიდენტს მიუღია! – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.

ტრამპმა ხელახლა განაცხადა, რომ დამკვირვებლებს ხმების დათვლისას ოთახებში არ უშვებდნენ.

„მე არჩევნები მოვიგე, 71 მილიონი კანონიერი ხმა. იყო ცუდი ვითარება, რომლის დანახვის უფლებაც ჩვენს დამკვირვებლებს არ მისცეს. ეს აქამდე არასდროს მომხდარა, მილიონობით საფოსტო ბიულეტენი გაუგზავნეს ადამიანებს, რომლებსაც ისინი არ მოუთხოვიათ“, – წერს დონალდ ტრამპი.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩიეს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: