დღესაც კი არ აღიარებენ შეცდომას და კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ

Nusagi

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმდროინდელი სამთავრობო წრეებისთვის სიტყვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი არსებითად მნიშვნელოვანი არ იყო:

„7 ნოემბერი, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. დღე როდესაც ფსევდო დემოკრატიის შემქმნელებმა (ნაციონალური მოძრაობის წევრებმა) ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და დაასამარეს დემოკრატია. შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. დაარბიეს და მაუწყებლობა შეუწყვიტეს კერძო ტელეკომპანია იმედს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მაშინდელი სამთავრობო წრეებისთვის სიტყვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი არსებითად მნიშვნელოვანი არ იყო.

რაც შეეხება უშუალოდ აქციის დარბევას, დილის საათებში, როდესაც აქციის დარბევა მოხდა, რუსთაველზე მხოლოდ მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ, რომელიც სრულად იცავდნენ კანონმდებლობას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოხდა მშვიდობიანი, არააგრესიული მომიტინგეების სასტიკი დარბევა, რასაც ევროსასამართლოში გაგზავნილი არაერთი საჩივარი ადასტურებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, იმდროინდელი სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც დღესაც კი არ აღიარებენ შეცდომას და კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ, ისინი მზად არიან საზოგადოებას, მრავალი 7 ნოემბერი შესთავაზონ!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: