კამალა ჰარისი: ისეთი ვიცეპრეზიდენტი ვიქნები, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ობამასთვის

Democratic vice presidential candidate Sen. Kamala Harris, D-Calif., speaks in Washington, Thursday, Aug. 27, 2020. (AP Photo/Carolyn Kaster)

Nusagi

აშშ-ს მომავალი ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ამაყობს, რომ ამ პოსტზე არჩეული პირველი ქალია.

„მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. ყველა ამერიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეს ქვეყანა ასეთ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები. ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ. მე ვიქნები ისეთივე ვიცეპრეზიდენტი, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ბარაქ ობამასთვის,“ – განაცხადა ჰარისმა.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: