შსს- პოლიციას ცესკოსთან აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია

Nusagi

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციას ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია.

როგორც საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე გაზი გამოიყენეს.

„სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია, ხაზი მინდა გავუსვა, რომ პოლიციას არ გამოუყენება გაზი“, – განაცხადა საბანაძემ.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: